About ACESO

ლოგო

„აკესო“, საერთაშორისო ორგანიზაცია ქალებისთვის წარმოადგენს საქართველოს
სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო
(არაკომერციულ) იურიდიულ პირს.

მიზნები:

ქალები, რომლებიც არიან კრიზისულ სიტუაციებში, ქალები რომლებიც არიან კომერციული სექს
მუშაკები, ნარკოტიკების მომხმარებლები, ქალები, რომლებიც არიან ნებისმიერი ტიპის
ძალადობის მსხვერპლები და წარმოადგენენ მაღალი რისკის ჯგუფებს – ტუბერკულოზის, ცე
ჰეპატიტის, აივ-შიდსის ინფიცირების თვალსაზრისით, მათი:
ა) მოზიდვა და დახმარება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
ბ) საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა;
გ) ქალთა უფლებების დაცვა და ადვოკაცია;
დ) ქალთა ღირსების, ჯანმრთელობის უფლებებისა და ჰუმანიზმის დაცვა;
ე) ქალებისთვის ჯანდაცვის სერვისების განვითარება და ინოვაციური მიდგომების დანერგვა;
ვ) პატიმარ და ყოფილ პატიმარ ქალთა სამართლებრივი, ჯანმრთელობის, სოციალური და
განთავისუფლების შემდეგომ პერიოდში საზოგადოებაში რეინტეგრაციის პრობლემატიკის
გამოვლენა და სტიგმის დაძლევა;
ზ) სარეაბილიტაციო პროგრამების შექმნა და განხორციელება, როგორც პატიმრობის პერიოდში,
ასევე განთავისუფლების შემდეგ;
თ) ქალთა მონაცემთა ბაზის შექმნა, დასაქმების და პროფესული გადამზადების ხელშეწყობა,
სოციალური დახმარება;
ი) ქალთა შორის თანასწორი ლიდერების მოძიება, მოზიდვა და მათი საზოგადოებრივ
საქმიანობაში ჩართულობის ხელშეწყობა;
კ) ქალთათათვის მომუშავე ოფისების ჩამოყალიბება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
ლ) ქალთა სამოქალაქო უფლებების დაცვა

საქმიანობა:

ა) ეწევა საგანმანათლებლო-შემეცნებით საქმიანობას პროფესიული დაოსტატებისა და
კვალიფიკაციის ამაღლებისათვის;
ბ) ეწევა საზოგადოების წანაშე დასახული მიზნების განსახორციელებელ საქმიანობას, რომელიც
არ არის აკრძალული კანონით;
გ) ეწევა ქალებში ჯანმრთელობის დაცვის და სამართლებრივ საკითხებში საგანმანათლებლო,
საინფორმაციო-შემეცნებით საქმიანობას;
დ) გმობს გარკვეული ნიშნით განსხვავებული ადამიანების მიმართ სტიგმას და დისკრიმინაციას,
და აღიარებს ადამინის საყოველთაო უფლებებს;
ე) ეწევა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების პოპულარიზაციას და ხელს უწყობს
მოწყვლადი ჯგუფების მიმართ პატივისცემის დამკვიდრებას;
ვ) ხელს უწყობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო და არასამედიცინო
(ფსიქო–სოციალური რეაბილიტაცია) სერვისების ჩამოყალიბება–დანერგვას;
ზ) თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის
პროფესიულ გაერთიანებებთან;
თ) სამართლებრივი ექსპერტიზის, შეფასებისა და მონიტორინგის, ასევე ორგანიზაციის
პოზიციების გამოხატვის გზით აქტიურად მონაწილეობს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი
ჯანდაცვის საკითხების განხილვაში;
ი) ქმნის აიპ „აკესო“, საერთაშორისო ორგანიზაცია ქალებისთვის სტრუქტურულ ერთეულებს
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
კ) ეწევა დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც არ ცვლის მისი, როგორც
არასამეწარმეო იურიდიული პირის ხასიათს;
ლ) ეწევა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობას,
რომელიც არ არის აკრძალული კანონით.

Leave a comment